ზარალის დათვლა დღეს დასრულდა

29 მარტი 2017, 20:00 772 ნახვა

ბათუმში, ოძელაშვილის 11-ში მდებარე, 5-სართულიან, მრავალბინიან სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულთა ოჯახების კომპენსაციის საკითხი, მერიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გადაწყდება. როგორც უწყებაში ამბობენ, საკითხის სესწავლა დღეს დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ზარალის ოდენობა. მათივე მონაცემებით, დაზარალებულთა რაოდენობამ 36-ს მიაღწია. 
   შეგახსენებთ, 3 დღის წინ, ოძელაშვილის 11-ში, ხანძარი დაახლოებით 6-ის ნახევარზე სახურავს გაუჩნდა. მოსახლეობა ცეცხლთან ერთად წყლის ჭავლმაც დააზარალა.

ამავე კატეგორიაში