საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლიტვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

29 მარტი 2017, 20:00 872 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლიტვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი ლიტვას ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემდგენლობაშიც პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები  იმყოფებიან, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა გადალახეს ევროკავშირის საზღვარი ვიზის გარეშე.
 
    ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
   ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

ამავე კატეგორიაში