იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა აჭარის მთავრობას სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნას თხოვს

29 მარტი 2017, 20:00 982 ნახვა

იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა აჭარის მთავრობას სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნას თხოვს, რომელიც მოსახლეობასა და ბანკს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს.  ერთერთი დაზარალებული ადგილობრივ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებასა და იპოთეკით დაზარალებული ოჯახების გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხებით უზრუნვეყოფას თხოვს. როგორც ცნობილია, აჭარაში დღეს იძულებითი გამოსახლება დაახლოებით 7 ათას ოჯახს ემუქრება. იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობასთან დღეს უფლებადამცველიც იმყოპფებოდა. თამაზ ბაკურიძე, სურვილის შემთხვევაში, კომისიის შემადგენლობაში მუშაობის ინიცატივით გამოდის.
საკითხზე კომენტარი მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ის პროცესებში მაქსიმალურად არის ჩართული და მთავრობა საფინანსო ინსტანციებთან მუშაობს.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში