აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მუზეუმებში ციფრული ინტერაქტიული მედიის დანერგვას გეგმავს.

29 მარტი 2017, 20:00 816 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მუზეუმებში ციფრული ინტერაქტიული მედიის დანერგვას გეგმავს. კონცეფციის შესამუშავებლად, სააგენტომ რეგიონში გერმანელი სპეციალისტები მოიწვია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი სერვისი წლის ბოლომდე დაინერგება. ის გრაფიკული და ვიზუალიზებული ანიმაციისა და ინტერაქტიული სამი დე მოდელების შექმნას ითვალისწინებს. განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ისტორიის თანამედროვე ტექნოლოგიებით გადმოცემა მუზეუმების დამთვალიერებელს წარსულით კიდევ უფრო დააინტერესებს, რაც, თავის მხრივ,  ვიზიტორთა სტატისტიკაზეც აისახება.

ამავე კატეგორიაში