საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

29 მარტი 2017, 20:00 789 ნახვა

საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 
    გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო-ლიტვის თანამშრომლობისას საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, ახლა კი თავისუფალ უვიზო მიმოსვლას, ეს აქ ამ წერტილში არ მთავრდება, არამედ მომავალშიც გაგრძელდება. 

    საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს დღის წესრიგი სერიოზულად წამოწეული იქნება“. 
    ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა ნატო-ს სამიტზე, რომელიც მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხს წამოჭრის.

ამავე კატეგორიაში