ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 80 წლისაა. საიუბილეო კონცერტი დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. შემოქმედებით საღამოზე, რომელსაც ცნობილი კომპოზიტორი გიგა შავერზაშვილი წაიყვანს, 11 ნაწარმოები შესრულდება. ღონისძიებაში, ასევე, მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ მონაწილეობენ. კონცერტი დღეს, 19 საათზე დაიწყება.