2017 წლის 28 მარტი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი

30 მარტი 2017, 20:00 874 ნახვა

2017 წლის 28 მარტი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას ევროპამ გაუღო კარი და დღეს აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე ყურადღება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გააკეთა.   პრემიერის შეფასებით, 2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო.  რაც ადასტურებს, რომ 4 პუნქტიანმა გეგმამ გაამართლა და წლევანდელი ბიუჯეტი რეალისტურია

ამავე კატეგორიაში