გრანტი ბიზნეს იდეების დასაფინანსებლად

01 აპრილი 2017, 20:00 803 ნახვა

 „მთის სტატუსით“ მოსარგებლე მოქალაქეები სახელმწიფოსგან გრანტს მიიღებენ. საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის განცხადებით პარლამენტში საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია და პროგრამა უახლოეს დღეებში დამტკიცდება. მთის კანონში შესული ცვლილებების შემდეგ   მუნიციპალიტეტებში  სამთავრობო კომისია შეიქმნება, სადაც მოქალაქეები საკუთარ იდეებსა და ბიზნეს გეგმებს წარადგენენ. გამარჯვებულ მეწარმეს გრანტის სახით 5 ათასი ლარი გადაეცემა. მთის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 10 მილიონი ლარია გაწერილი.

ამავე კატეგორიაში