დეპუტატების ჩვენებები

01 აპრილი 2017, 20:00 777 ნახვა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის შემდეგ 11 -12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე, საგამოძიებო უწყების კითხვებს უმაღლესი საბჭოს, მმართველი გუნდის დეპუტატებმა უპასუხეს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე, რომელიც  ქართული ოცნების დეპუტატების ჩვენებებს გაეცნო  ეჭვობს, რომ კანონდებლების რეალური გამოკითხვა არ მომხდარა,  მიზეზად კი  დეპუტატების   ჩვენების ტექსტების იდენტურობას ასახელებს. ადვოკატი ამბობს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია - რაც ნიშნავს  განსხვავებულად  მოვლენების აღქმას  და ლექსიკის მარაგსაც კი. პაპიძე ვარაუდობს, რომ  თუკი  უმაღლესი საბჭოს წევრებს  ძალოვანები კითხვებს რეალურად დაუსვანდნენ- პასუხები იდენტური არ იქნებოდა.

ამავე კატეგორიაში