პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებს განიხილავს.

02 აპრილი 2017, 20:00 1011 ნახვა

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებს განიხილავს. დღეს გაირკვევა, რა ცვლილებები აისახება პროექტის თავდაპირველ ვარიანტში. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებასა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს. 
ცვლილებების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან, სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში, სამართალდარღვევების გამო, ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას ითვალიწინებს. 
პირველი მოსმენით განხილვის პროცესში დაისვა საკითხი, რომ ქულების განულების შემთხვევაში, მართვის უფლების ჩამორთმევისა და მძღოლის მიერ გამოცდის ხელახლა ჩაბარების ინიციატივა, მართვის უფლების შეჩერებით შეიცვალოს. 
დეპუტატების შეთავაზებაა, ასევე, ქულათა ჩამოკლება დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზე არ გავრცელდეს.

ამავე კატეგორიაში