„ექვთიმე ღვთისკაცი“

02 აპრილი 2017, 20:00 746 ნახვა

„ექვთიმე ღვთისკაცი“ -   საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტურ ფილმის გადაღებები რამდენიმე დღეში დასრულდება. ფილმს საქართველოსა და საფრანგეთში სამი წელია იღებენ. რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის განცხადებით, პრემიერა ბათუმში, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.  პროექტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჯდება, თანხა კი საზოგადოების მხარდაჭერით გროვდება. ღონისძიებაზე ბათუმის „ქალთა კლუბის“, საერთაშორისო კულტურის ცენტრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ მომზადებული კლიპი აჩვენეს. 

ამავე კატეგორიაში