პრეზიდენტის ანგარიში

03 აპრილი 2017, 20:00 879 ნახვა

პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასწრებას გეგმავს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე. როგორც კალაძემ აღნიშნა ის მზადა მოუსმინოს გიორგი მარგველაშვილს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად. პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენას საკანონმდებლო ორგანოში გეგმავს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც.  გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს  ანგარიშსს  7  აპრილს  წარუდგენს. პრეზიდენტის საპარლამენტო მიმართვის დასრულებისთანავე დებატები გაიმართება. გიორგი მარგველაშვილის მოსმენის შემდეგ ტრიბუნებს ფრაქციების ხელმძღვანელები და უმრავლესობისა და უმცირესობის მიღმა მყოფი დეპუტატები დაიკავებენ. 

ამავე კატეგორიაში