გასულ წელს აჭარას 1, 414, 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა.

03 აპრილი 2017, 20:00 941 ნახვა

გასულ წელს აჭარას 1, 414, 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 871 ათას  455  ტურისტმა დაისვენა. მათ შორის 472 ათას  861 შიდა, ხოლო 398 ათას 594 უცხოელი ტურისტი იყო. უცხოელი ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი რეგიონში ისევ  სამიზნე ქვეყნებზე მოდის. ესენია: თურქეთი, რუსეთი,  უკრაინა,   ისრაელი, აზერბარჯანი  და ირანი. 

ამავე კატეგორიაში