“ოცნების ქალაქში” შესახლებულების მიმართვა

03 აპრილი 2017, 20:00 833 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი “ოცნების ქალაქი” აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ. თუ მიმდინარე წლის პირველ მაისამდე უმაღლესი საბჭო ოცნების ქალაქში მცხოვრებთა სტატუსს არ განსაზღვრავს, რეგიონის მასშტაბით ყველა ობიექტზე შესახლებული პირები მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუსაზღვრავს მათი სტატუსი. უმაღლეს საბჭოში კი ამ  საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამავე კატეგორიაში