ენმ გზის რეაბილიტაციას ითხოვს

04 აპრილი 2017, 20:00 774 ნახვა

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის შუახევის მონაკვეთის რეაბილიტაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის ორგანიზაცია ითხოვს. პარტიის წევრ სოსლან ზოიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და შუახევის გამგებლის დაპირებების მიუხედავად, აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა. შუახევის გამგებელი ამბობს, რომ გზა „შუახევი ჰესის„ მშენებლობაზე მძიმეტონიანი ავტომობილების გადაადგილებას მოჰყვა. ტარიელ  ებრალიძის განცხადებით, გზა რამდენჯერმე შეაკეთეს, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ოპერირების შემდეგ კი ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის შუახევის მონაკვეთი  კაპიტალურად მოეწყობა.

ამავე კატეგორიაში