შვილად აყვანის რეგულაციები მკაცრდება.

04 აპრილი 2017, 20:00 857 ნახვა

შვილად აყვანის რეგულაციები მკაცრდება.  საკანონმდებლო ორგანო შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს. დეპუტატები საკითხს საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდებიან. 
კანონპროექტის მიზანი ისეთი რეგულაციების ამოქმედებაა, რაც გასაშვილებელი ბავშვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში აღზრდას ხელს შეუწყობს. ასევე მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა განისაზღვრება. მშვილებლები კი  ვალდებული იქნებიან სპეციალური სერთიფიცირების კურსები გაიარონ. 

ამავე კატეგორიაში