მერაბ ღოღობერიძის განცხადება

05 აპრილი 2017, 20:00 863 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი - მერაბ ღოღობერიძე აჭარის მთავარ სამმართველოში იკითხება. როგორც თავად აცხადებს, ძალოვან უწყებას დამატებით მტკიცებულებებს წარუდგენს. მისი თქმით, , 11-12 მარტის მოვლნებთან დაკავშირებით, დაკითხულმა საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ცრუ ჩვენება მისცა. მერაბ ღოღობერიძე აკონკრეტებს რომ  იგი საპატრულო პოლიციის უფროსს მხოლოდ სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას არ ითხოვდა. ჟურნალიოსტებთან  ასაჯაროვებს პირად მიმოწერას ბუხრაძესთან და ასევე აცხადებს, რომ ახალი დეტალების მიწოდება გამოძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.  შინაგან საქმეთა  სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ .

ამავე კატეგორიაში