მეწყრული პროცესების გააქტიურებიდან მეხუთე თვეს თხილვანის მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ისევ ითხოვს.

05 აპრილი 2017, 20:00 800 ნახვა

მეწყრული პროცესების გააქტიურებიდან  მეხუთე თვეს თხილვანის მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ისევ ითხოვს. ადგილობრივები სახელმწიფოს კომპენსაციების გაცემის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. 30-მდე თხილვანელი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და ხულოს გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა. წლების წინ მარნეულში გადასახლებული და მოგვიანებით  უკან, დაბრუნებული მოსახლეობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხის,  25 ათასი ლარის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას ითხოვს. რამაზ ჭინჭარაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, თანხით ის 28 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამებით ამ დრომდე  არ უსარგებლიათ. ხოლო მარნეულში გასახლებულები და უკან დაბრუნებულები კომპენსაციას ეტაპობრივად მიიღებენ. შეგახსენებთ, სოფელ თხილვანაში მეწყრული კერა სამი თვის წინ გააქტიურდა, საფრთხე 65 ოჯახს შეექმნა.

ამავე კატეგორიაში