ხარება

06 აპრილი 2017, 20:00 1016 ნახვა

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.  
მართმადიდებლური სამყარო დღეს ხარებას  აღნიშნავს.   ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან  ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი იშვებოდა. 
დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. მარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ამავე კატეგორიაში