ენერგო-პრო ჯორჯია: ხელვაჩაურის რიგ სოფლებს, 11 საათის განმავლობაში გაეთიშება ელექტროენერგია

09 აპრილი 2017, 20:00 1117 ნახვა

ხვალ  ხელვაჩაურის რიგ სოფლებს, 11 საათის განმავლობაში გაეთიშება ელექტროენერგია. შუქის გარეშე  დილის 08 -დან 19 საათამდე დარჩება ხელვაჩაურის სოფლები:  აჭარისწყალი, კიბე, ჭარნალი, აგარა, ყოროლის წყალი.

ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

შეზღუდვა დაწესდება შუქზე ბათუმშიც. 11 აპრილს, ელექტროენერგიის გარეშე,  11 საათიდან 19 საათამდე  ზ.გორგილაძის ს.თაყაიშვილისა და მ.ლერმონტოვის ქუჩებზე მცხოვრები აბონენტები დარჩებიან.  ერთი საათი არ იქნება ელექტროენერგია 14-დან 15-საათამდე მ.ჯავახიშვილისა და ტ. აბუსერიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება ზემო აჭარას, ელექტროენერგია სოფლებს  წონიარისსცხმორისსძვარესა და დიდაჭარას დილის 8 სთ-დან 9  საათამდე  გაეთიშება.

ამავე კატეგორიაში