83 წლის ასაკში, ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

09 აპრილი 2017, 20:00 832 ნახვა

83 წლის ასაკში, ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი  ბერიკაშვილი  გარდაიცვალა. ცნობილი ქართველი მსახიობი, ფილტვებზე არსებული პრობლემებით, საავადმყოფოში რამდენი დღის წინ გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.  გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს რუსთავისა და  სოხუმისა  სახელმწიფო დრამატულ და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში მუშაობდა. გივი ბერიკაშვილი   საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი იყო.

ამავე კატეგორიაში