დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო, რომელიც დიდმარხვის ბოლო კვირას აღინიშნება.

09 აპრილი 2017, 20:00 659 ნახვა

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო, რომელიც დიდმარხვის ბოლო კვირას  აღინიშნება. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძრებში პირველშეწირულის წირვა სრულდება და მთელი სახარება იკითხება. ხუთშაბათი დღე, ანუ "დიდი ხუთშაბათი", მორწმუნეებისთვის ზეთით ხსნილია. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი თორმეტი მოწაფე აზიარა და ამით ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდი პარასკევი, იგივე “წითელი პარასკევი”, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფალი ჯვარს აცვეს. წითელ პარასკევს ეკლესიებში  ე.წ. "გარდამოხსნის გადმოსვენება", იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი სრულდება. ვნების შვიდეულის შაბათს, ანუ "დიდ შაბათს", დილით  ეკლესიის გარშემო გარდამოხსნის შემოტარება სრულდება,  შემდეგ კი მას შუა ტაძარში დაასვენებენ. აღევლინება წირვა, რის შემდეგაც მორწმუნეები იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადებიან.

ამავე კატეგორიაში