მშენებლობაზე დასაქმებული პირები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ

09 აპრილი 2017, 20:00 768 ნახვა

მშენებლობაზე  დასაქმებული პირები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. მუშების განცხადებით ისინი ფასადის შელესვაზე აღმაშენებლის- 5 ნომერში მდებარე კორპუსში მუშაობდნენ. საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „აჭარა დეველოპმენტი“ აშენებს, ქვეკონტრაქტორი კი შპს „მონოლითია“ სადაც აღნიშნული პირები არიან დასაქმებული. კომპანია „აჭარა დეველოპმენტში“ აცხადებენ, რომ  ჩატარებული სამუშაოებისთვის დაქირავებულ კომპანია „მონოლითს“ საფასური უკვე გადაუხადეს, სადარბაზოში ჩატარებული სამუშაოების ნაწილი კი არ ჩაიბარეს. ამიტომ მუშების მიმართ ფინანსური დავალიანება არ გააჩნიათ. 

ამავე კატეგორიაში