სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა - შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

10 აპრილი 2017, 20:00 802 ნახვა

თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა. ლევან იზორიამ თაჩან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა იყო. თაჩან ილდემი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება.

ამავე კატეგორიაში