ბათუმის მერია კაფე "ფანტაზიის" დროებით გადახურვას და შემოღობვას გეგმავს

10 აპრილი 2017, 20:00 1058 ნახვა

ბათუმის მერია კაფე "ფანტაზიის" დროებით, მსუბუქი კონსტრუქციით გადახურვას და შემოღობვას გეგმავს. ე.წ. "რვაფეხას" ირგვლივ სამუშაოების ჩატარების პროექტით მერიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს დღეს მიმართა. გადაწყვეტილებას საბჭომ დღესვე უნდა მიიღოს. 

"რახან ითქვა, რომ უნდა მოხდეს კაფე "ფანტაზიის" რესტავრაცია, დროებითი კონსტრუქციის აგების პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა ჯერ პროექტი უნდა ვნახო" - აცხადებს ნინო ინაშვილი, რომელიც კაფე "ფანტაზიის" რესტავრაციის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფთან ერთად აქციებს მართავდა.

მისი განცხადებით, შესაძლოა, ნაგებობის შესწავლამდე დროებითმა კონსტრუქციამ ობიექტი წვიმისგან დაიცვას

ამავე კატეგორიაში