ეს შენ გეხება - საკონსტიტუციო სარჩელი

10 აპრილი 2017, 20:00 787 ნახვა

კამპანიამ ”ეს შენ გეხება” ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული 300-მდე მოქალაქის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნა. კამპანია სასამართლოში იმ ინდივიდუალურ სარჩელებს შეიტანს, რომლებიც მოქალაქეებმა სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეაგროვეს.

ბათუმში "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ოფისს  ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრების მოთხოვნით 53 მოქალაქემ მიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საჩივრების რაოდენობა სამასზე მეტია. მოქალაქებს   საკონსტიტუციო სასამართლოსთვის  მიმართვის შესაძლებლობა კამპანიამ "ეს შენ გეხებამ" მისცა და ელექტრონული სარჩელის ფორმის აპლიკაცია ონლაინ გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში