პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში კონდიტერის, მზარეულის, შემდუღებლისა და ამწე-ოპერატორის სპეციალობა ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტებმა შეისწავლეს. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ 48 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა.
დღესვე პროფესიულ კურსებზე 16 მიგრანტი ჩაირიცხა. პროექტის მიზანი, აჭარაში დაბრუნებული, პოტენციური მიგრანტებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.