ხულოში, ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო

11 აპრილი 2017, 20:00 892 ნახვა

ხულოში, ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო. პროექტის მიხედვით ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ჩატარდება არსებული სახურავის, სველი წერტილებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 73 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია  “მეფური“ ასრულებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. დასრულდება აგარის საჯარო სკოლის მშენებლობა. ხულოში 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა.

ამავე კატეგორიაში