თურქეთში, ავტოავარიის შედეგად დაშავებულები, ამ დრომდე რიზეს საავადმყოფოებში რჩებიან

11 აპრილი 2017, 20:00 952 ნახვა

თურქეთში, ავტოავარიის შედეგად დაშავებულები, ამ დრომდე რიზეს საავადმყოფოებში რჩებიან. ორი მათგანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩებიან.   სამი დაშავებული, რომლებსაც  ოპერაცია ჩაუტარდათ, სტაციონარულად მკურნალობენ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის ინფორმაციით, მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს თურქული მხარე დაფარავს,  ტრანსპორტირებაზე კი ქართული მხარე იზრუნებს.

ამავე კატეგორიაში