დაპირისპირება საწარმოს გამო

13 აპრილი 2017, 20:00 936 ნახვა

დაპირისპირება საწარმოს გამო. ქიბარ ხალვაშის ძმის ნიაზ ხალვაშის კუთვნილი კომპანია ხელვაჩაურში მდებარე ფილებისა და სამშენებლო მასალების ქარხნის დაბრუნებას ითხოვს. საწარმო დღემდე კომპანია “ტრანს  კავკასიის კრისტალს” ეკუთვნოდა. ნიაზ ხალვაში თანამშრომლებთან და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შენობაში გვიან ღამით შევიდა.
ტერიტორიის დატოვებას არც ყოფილი მესაკუთრე აპირებს. საწარმო ნიაზ ხალვაშმა 2006 წელს შეიძინა, თუმცა, ორი წლის შემდეგ მას ქონება ჩამოართვეს, 2010 წელს კი იგი “ტრანს კავკასიის კრისტალმა” შეიძინა.   “თიბისი ბანკთან” წარმოშობილი დავის გამო, ქონება ბანკმა დააყადაღა.  
30 მარტს, აუქციონის წესით, ქონება კვლავ ნიაზ ხალვაშის კომპანია “ბიზონმა” შეიძინა. ახალმა მეპატრონემ საჯარო რეესტრიდან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა.  “ტრანს  კავკასიის კრისტალის” ადვოკატი აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ნიაზ ხალვაშის შესვლა უკანონოა, რადგან მას აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება ჯერ არ აქვს. ამ დროისთვის ქარხანა  მუშაობს, ტერიტორიაზე კი სამართალდამცავები იმყოფებიან,
 

ამავე კატეგორიაში