ბათუმში მემედ აბაშიძის #25-შიმდებარე ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა - თითქმის ორი მილიონი ლარით შემცირებულ ფასად იყიდება

13 აპრილი 2017, 20:00 1324 ნახვა

ბათუმში მემედ აბაშიძის #25-შიმდებარე  ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა -  თითქმის ორი მილიონი ლარით შემცირებულ ფასად იყიდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კულტურული მემკვიდერობის ძეგლი ოთხი უშედეგო მცდელობის შემდეგ გასაყიდად ისევ გამოიტანა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ამჯერად სამინისტრო ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას ბათუმში, ასევე მასთან დაკავშირებული ძირითად საშუალებებსა და მცირეფასიან ინვენტარს ერთ ლოტად, სამ მილიონ ლარად და პირობებით ყიდის. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ბათუმის მერიასთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება ეროვნული ბანკის შენობის ფასადზე განთავსებული ასტრონომიული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. ასევე  ოცდაოთხი თვის ვადაში  არანაკლებ ოცდახუთნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები უნდა აამოქმედოს  სადაც არანაკლებ 50 საქართველოს მოქალაქე უნდა დაასაქმოს, ამ ყველაფერში კი  არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიციია უნდა განახორციელოს.
თავდაპირველად სამინისტროს ეს ქონება აუქციონზე5  მილიონ 850 ათას ლარად ჰქონდა   გამოტანილი, შემდეგ  ფასი 4 მილიონ 95 ათასი ლარი იყო, ამჯერად კი ქონების ფასი თითქმის ორი მილიონი ლარით შემცირდა.

ამავე კატეგორიაში