„არა ბარბარიზმებს‘’ ქვია სიმბოლურ აქციასაც, რომელიც ქობულეთში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა

13 აპრილი 2017, 20:00 794 ნახვა

„არა ბარბარიზმებს‘’ ქვია სიმბოლურ აქციასაც, რომელიც ქობულეთში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთები და ბანერები მოამზადეს, სადაც დამკვიდრებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები იყო მოცემული. ღონისძიების მიზანი სწორი  მეტყველებისა და წერის პოლულარიზაციაა. აქციაში მონაწილე სკოლებს სიგელები გადაეცათ. დედაენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა ხულოშიც. შეხვედრაზე ქართულ ენაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მოგვიანებით კი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თარიღი აღინიშნა ქედაშიც. ახალგაზრდა მკითხველებმა დედა ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში