მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება

14 აპრილი 2017, 20:00 800 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე, თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავიც დაიხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ.   
   ზეციური ცეცხლის გადმოსვლას მორწმუნეები, ნიშნად უფლის მოწყალებისა, ყოველწლიურად  განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. წმიდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ჩავიდნენ. წმიდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, დღის ბოლოსთვის, ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

ამავე კატეგორიაში