პეტრე ზამბახიძე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობას'' ტოვებს

17 აპრილი 2017, 20:00 1008 ნახვა

პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განცხადებას პეტრე ზამბახიძე სავარაუდოდ ორ დღეში გააკეთებს.   დღეს „აჭარის რადიოსთან“ საუბარში პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ იმ ღირებულებების მატარებელ გუნდში გადადის რომელთან ერთადაც ის პოლიტიკაში მოვიდა.  პეტრე ზამბახიძე არ აზუსტებს კონკრეტულ ვადას  და აცხადებს, რომ შესაბამის განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.  ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ განცხადებას დეპუტატი 20 მაისს  ჩანიშნულ აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომაზე ოფიციალურად  გაახმოვანებს 

ვარაუდები პეტრე ზამბახიძის მხრიდან პარტიის დატოვების  შესახებ  ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე  გახმოვანდა „პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ  ამ დრომდე ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აწარმოებდა  და  მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკური არჩევანის  -ოფიციალურად დაფიქსირება.

ამავე კატეგორიაში