პასკების ფესტივალი

18 აპრილი 2017, 20:00 849 ნახვა

ბათუმი საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალს“ უმასპინძლებს. სპეციალურად ამ დღისთვის საკონდიტრო კომპანიები პასკებსა და სადღესასწაულო კერძებს მოამზადებენ.  ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს კი პროდუქციის დეგუსტაცია შეეძლებათ. საგამოფენო კუთხეებში  სააღდგომო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება. წარმოდგენილი პროდუქცია კი ბავშვთა სახლისა და მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს დაურიგდებათ. 
ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაიხსნება, სადაც ვოკალური და ქორეოგრაფილი ნომრები  შესრულდება.  
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელ თამუნა კიკნაძის განცხადებით საქველმოქმედო პროექტი - „სააღდგომო ფესტივალი“ ბათუმში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ამავე კატეგორიაში