შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა

18 აპრილი 2017, 20:00 870 ნახვა

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5-ის გადარჩენა მოხერხდა.  ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 3 საათსა 54 წუთზე სიგნალი მიიღეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის შვიდი წევრი დაკარგულად ითვლება. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. 
არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა რუსეთის მოქალაქე იყო, ორი - უკრაინის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.  
 სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

ამავე კატეგორიაში