ამ წუთებში პრეზიდენტი ბათუმში შეხვედრებს მართავს

19 აპრილი 2017, 20:00 680 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმშია. ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერისტეტში ელოდებიან სადაც ის სტუდენტებს, „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრება. რომლის შემდეგ კამპანიის ფარგლებში ის  პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდება. 

მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრას დაასრულებს, დღის მეორე ნახევარში ამავე კამპანიის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ისაუბრებს. მანამდე კი პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან გამართავს.

ამავე კატეგორიაში