მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მესაკუთრეებმა აქცია გამართეს

19 აპრილი 2017, 20:00 857 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის კვეთაში მშენებარე მრავალსართულიანი სახლის მესაკუთრეებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მშენებლობა ათ წლის წინ დაიწყო. 6 წელზე მეტია მშენებლობა დაკონსერვებულია. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მშენებლები გაკოტრებულები არიან და სამუსაოებს ვერარ აგრძელებენ. ამის გამო ისინი ბათუმს მერთან, გიორგი ერმაკოვთან ითხოვენ შეხვედრას, რათა მერიამ მაინც მოაგვაროს მათი პრობლემა.
აქციაზე მყოფმა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, აქ ადამიანის უფლებები დარღვეულია და აუცილებელია, რომ სახელმწიფო ორგანოები ჩაერიონ და პრობლემა მოაგვარონ.
აქციასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.

ამავე კატეგორიაში