საგზაო უსაფრთხოების რეგულაცია

20 აპრილი 2017, 20:00 778 ნახვა

პარლამენტში  დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კენჭს უყრიან. ცვლილებებით  სხვადასხვა სახის დარღვევები განისაზღვრა, რა შემთხვევაშიც მძღოლებს განსხვავებული რაოდენობის ქულები ჩამოაკლდებათ.
 ქულების ამოწურვის შემთხვევაში კი მძღოლებს გამოცდის ხელახლა ჩაბარებაც მოუწევთ. ასევე  უკონტაქტო პატრული ამოქმედდება. მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  სანქციები მკაცრდება.

ამავე კატეგორიაში