მგლებმა სოფელში რამდენიმე შინაური ცხოვრელი დაგლიჯეს

20 აპრილი 2017, 20:00 921 ნახვა

ათ დღეში განადგურებული ექვსი პირუტყვი - ყინჩაურის მოსახლეობა სოფელში მტაცებელი ცხოველების თავდასხმის ფაქტებზე საუბრობს. ადგილობრივების მტკიცებით ორი დღის წინ საცხოვრებელი სახლებიდან 100 მეტრის მოშორებით  მგლები პირუტყვს თავს დაესხნენ. მათივე ინფორმაციით მსგავსი შემთხვევა სხლათის თემში გასულ კვირას დაფიქსირდა. მოსახლეობა  სახელმწიფოს ზარალის ანაზრაურებას და დახმარებას სთხოვს. 
ხულოს გამგებლის განცხადებით მტაცებელი ცხოველისგან მიყენებულ ზარალს უახლოეს დღეებში დაადგენენ. 
ბესიკ ბაუჩაძის თქმით,  მგლის და  დათვის მოკვლის ნებართვასთან დაკავშირებით წერილობით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უკვე  მიმართეს.  

ამავე კატეგორიაში