შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

20 აპრილი 2017, 20:00 921 ნახვა

შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ვახტანგ ბერიძე მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგეობასთან უთანხმოებას ასახელებს. მისი ინფორმაციით, 27-28 აპრილს მილანში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიეღო, დაფინანსებაზე კი გამგეობისგან უარი მიიღო. 
შუახევის გამგებლის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტში მივლინებისთვის საჭირო თანხა გათვალიწინებული არ არის. რუსუდან შავაძის  მტკიცებით, ვახტან ბერიძეს  სამსახურიდან წასვლის შესახებ გამგეობისთვის არ უცნობებია.  
შუახევის კულტურის ცენტრს ბერიძე სამი წელია ხელმძღვანელობს.

ამავე კატეგორიაში