„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს გამგეობას მუნიციპალიტეტის ქონების მოუვლელობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს

25 აპრილი 2017, 20:00 811 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს გამგეობას მუნიციპალიტეტის ქონების მოუვლელობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით ხუთი თვის წინ  გახსნილი საბილიარდო და თეატრონი   უპატრონობისგან მწყობრიდანაა გამოსული და   დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ჯორბენაძე გამგეობას  რეაბლიტირებული ობიექტების მოვლა პატრონობისთვის  ერთი შტატის დამატებისაკენ მოწოდებს.   ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ხულოს გამგეობაში.

გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის განცხადებით თეატრონის და ბილიარდის მოვლა პატრონობისთვის შტატი უკვე არსებობს, ბოლქვაძე  ინფრასტრუქტურის განადგურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს. გამგეობაში განმარტავენ რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება. ხულოს გამგეობამ თეატრონის რეაბილიტაციისთვის 160 ათასი, ხოლო ბილიარდის მოწყობისათვის 13 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა. 

ამავე კატეგორიაში