სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა „სახელმწიფო ელექტროსისტემას" მაღალი გამავლობის ანძის სხვა ტერიტორიაზე გადატანას სთხოვს

27 აპრილი 2017, 20:00 702 ნახვა

სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა „სახელმწიფო ელექტროსისტემას" მაღალი გამავლობის ანძის სხვა ტერიტორიაზე გადატანას სთხოვს. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ანძა უნდა განთავსდეს, სასაფლაოებია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრის თქმით, ანძის ალტერნატიულ ადგილზე გადატანა შეუძლებელია. კომპანია მოსახლეობას სასაფლაოების სხვა ადგილზე გადატანას სთავაზობს. წინადადებას მოსახლეობის ნაწილი არ თანმხდება. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და ქედის გამგებელიც იმყოფებოდნენ. დავით დუმბაძე მოსახლეობის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს.

ამავე კატეგორიაში