აქცია სოფელ კოკოტაურში - მოსახლეობა ''ელექტროსისტემის'' წინააღმდეგ

29 აპრილი 2017, 20:00 906 ნახვა

სოფელი კოკოტაურში ადგილობრივები სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე ანძის დამონტაჟების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

აქციის მონაწილეებს ქედის გამგებელი ხვდება,რომლის განცხადებითაც ანძისთვის მიმდებარედ ალტერნატიული ტერიტორია არ არსებობს. სასაფლაოს სხვა ტერიტორიაზე გადატანის ხარჯებს გამგეობა გაიღებს, თუმცა ადგილობრივების თქმით სასაფლაოები ძველია თითქმის 200 წლის და მისი ადგილმონაცვლეობა შეუძლებელია.

ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები. აქცია სოფელში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში