აჭარაში ,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია“ შეიქმნება

01 მაისი 2017, 20:00 840 ნახვა

პროფკავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელმა რეგიონში  ,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისის“ შექმნა დაანონსა. ილია ვერძაძე ამბობს, რომ პროცესი დაწყებულია. აღნიშნული კომისია მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, თითოეულიდან 6 პირი.

საქართველოში უკვე არსებობს ასეთი კომისია, რომლის თავმჯდომარე პრემიერ მინისტრია, ანალოგის აჭარაში  შექმნის ინიციატორი ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაა , ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში კომისიის  თავმჯდომარე რეგიონის პირველი პირი ზურაბ პატარაძე იქნება. ,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში“ რეგიონში შრომის პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში