საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა

01 მაისი 2017, 20:00 1019 ნახვა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა. ახალი წესი 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.  

მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში. დეპუტატ გუგული მაღრაძის ინიციატივაა, რომ ოფისებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდეს ძალაში.

ამავე კატეგორიაში