შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი

01 მაისი 2017, 20:00 941 ნახვა

დაბა ჩაქვისა და სოფელ ჩაისუბნის  საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. ქობულეთის ბარების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს,  რომ დაწესებულებებს სასმელი წყალი ორი დღეა არ მიეწოდებათ. ია ხალვაშის თქმით, მათ წყლის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე გაფრთხილება არ მიუღიათ.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, ორივე ბაღში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება. კომპანია „ბათუმის წყალში“ კი განმარტავენ, რომ წყალი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, დროებით შეწყდა. 

ამავე კატეგორიაში