ენმ ხულოს გამგეობას აკრიტიკებს

02 მაისი 2017, 20:00 827 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს. ლევან მახარაძის მტკიცებით, ბოლო წლებში ბიუჯეტიდან წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის მილიონობით ლარი დაიხარჯა, მოსახლეობას კი დასალევად უვარგისი წყალი მიეწოდება. ხულოს წყალკანალში აცხადებენ, რომ თოვლის ინტენსიური დნობის გამო წყლის დებეტმა მოიმატა, რის გამოც გაფილტვრა სრულად ვერ მოხდა.  უწყებაში განმარტავენ რომ პრობლემის მოგვარება დაწყებულია.  

ამავე კატეგორიაში