დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა

02 მაისი 2017, 20:00 897 ნახვა

დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. მედიის ხარისხის მაჩვენებლებზე ბათუმში, კონფერენციაზე მსჯელობენ. მედია ექსპერტები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საზოგადოების დამოკიდებულებასა და შეხედულებს ეცნობიან, ასევე მედიის როლსა და საჭიროებებს განიხილავენ.
ინფორმაციის ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება  იყო საზოგადოების წარმომადგენლების ერთ-ერთი თხოვნა.  თხოვნები  ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგნლებმაც გაახმოვანეს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სხდომები პირდაპირ ეთერში უნდა გადასცეს. ხოლო მთავრობის თხოვნა პროგრამების გაშუქებასთან დაკავშირებით  სოციალური რეკლამის სტატუსი გადახედვის საკითხს შეეხებოდა. 
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტომა ნათია კაპანაძემ განაცხადა, აღინიშული და სხვა საკითხები  განხილვის საგანია. 

ამავე კატეგორიაში