ინფრასტრუქტურული სამუშაოები

02 მაისი 2017, 20:00 981 ნახვა

ნინოშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.  დეკორატიული ფილები იგება, ბორდიურები კეთდება. ასევე სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭებს რეაბილიტაცია უტარდება. 
   პროექტის  ღირებულება 541 ათასი ლარია. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ვადა 20 აგვისტომდე აქვს,  თუმცა მერიაში ამბობენ რომ სამუშაები ვადაზე ადრე, აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

ამავე კატეგორიაში